ATC

ATC ATC (Aerostructure Technologies Cyclone) Aircraft Composites Factory in Tbilisi, Georgia ATC plans is to hire 300 employees over the next few years

ATC Aero-Structure Technologies Cyclone is a joint venture between the Israeli high technology company Elbit Systems and the Georgian state-owned Partnership Fund. ATC is under establishment and will be operational by the end of the year. The facility is located 20 minutes from the international airport of Tbilisi.

ვაკანსია | წარმოების თანამშრომელი 🔹ATC აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.ძირითადი მოთხოვნები:* ქართული...
14/08/2026

ვაკანსია | წარმოების თანამშრომელი 🔹

ATC აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
* ქართული ენის ცოდნა
* ტექნიკური უნარები
* წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება: 1000 – 1500 ლარი 💼

სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში ⏰
* I ცვლა: 08:30 – 17:30
* II ცვლა: 17:00 – 02:00
* III ცვლა: 01:30 – 09:00

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
[email protected]
📩

🔬 „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზესამუშაოს აღწერა:• მას...
10/08/2026

🔬 „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა:

• მასალების მექანიკური გამოცდა: მასალათა მექანიკური გამოცდის დანადგარების ოპერირება. ნიმუშების მექანიკური გამოცდა მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით;

• მასალების ფიზიკური გამოცდა და თერმული ანალიზი: მასალათა რაოდენობრივი ან თვისობრივი ანალიზი. საგამოცდო ნიმუშების ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა;

• ნივთიერებათა ქიმიური ანალიზი: განსხვავებული ქიმიური შედგენილობის ხსნარების ნიმუშებში კომპონენტების რაოდენობრივი განსაზღვრა მოცულობითი ანალიზის საშუალებით, ნეიტრალიზაციის, ჟანგვა აღდგენისა და სხვა ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენებით;

• ქიმიური ხაზის ოპერირება: ქიმიური ხაზის ოპერირება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საქმიანობაში წარმოების პერსონალისთვის დახმარების გაწევა;

• ნიმუშების ვიზუალური შემოწმება მიკროსკოპის გამოყენებით: საწარმოო დეტალების ნიმუშების ვიზუალური შემოწმება ოპტიკური მიკროსკოპების გამოყენებით;

• ჩატარებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშების შედგენა: ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული გამოცდის შესაბამისი ანგარიშის შედგენა წინასწარ დადგენილი წესებისა და ფორმების დაცვით;

• ლაბორატორიის დანადგარების კალიბრაცია: ლაბორატორიაში არსებული დანადგარების კალიბრაციის ვადებისა და პროცესების მონიტორინგი;

• ლაბორატორიულ დოკუმენტაციაზე მუშაობა: საგამოცდო პროტოკოლებისა და სპეციფიკაციების წერა/განახლების პროცესებში მონაწილეობის მიღება და ლაბორატორიული დოკუმენტების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში, ქიმიაში, მასალათმცოდნეობაში, მექანიკის ინჟინერიაში, ქიმიურ ინჟინერიაში ან სხვა მონათესავე მიმართულებით;

• ენები: ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების უნარი;

• გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

• როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
• წერითი უნარები;
• დროის ეფექტური მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.

📌 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:

📧 [email protected]

⚠️ მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ლაბორატორიის სპეციალისტი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

იცით, წუწაობის რამდენი სახეობა არსებობს? 💦ATC-ის გუნდმა - თითქმის ყველა გამოსცადა! 😄ზაფხულის გაუსაძლის სიცხეს ჩვენი გუნდ...
06/08/2026

იცით, წუწაობის რამდენი სახეობა არსებობს? 💦
ATC-ის გუნდმა - თითქმის ყველა გამოსცადა! 😄

ზაფხულის გაუსაძლის სიცხეს ჩვენი გუნდი წუწაობით, საპნის ბუშტებით, მუსიკით და ნაყინით დაუპირისპირდა. 🫧🍦

ძალიან გრილი და მხიარული დღე ATC-ში! 💙

📢 „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.მძღოლის ძირითადი პასუხისმგებლობაა მგზა...
18/07/2026

📢 „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მძღოლის ძირითადი პასუხისმგებლობაა მგზავრების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება, ასევე ავტომანქანის მოვლა და მისი გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

🔹 საჭირო კვალიფიკაცია:

საშუალო განათლება;
ქართული ენის ცოდნა;
D კატეგორიის მართვის მოწმობა;
მძღოლად მუშაობის გამოცდილება.

🔹 ძირითადი მოვალეობები:

მგზავრების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
ავტომანქანის მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო გრაფიკის დაცვა.

✨ პიროვნული უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ყურადღება და ორგანიზებულობა.

👉 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია ითვალისწინებს ცვლებში მუშაობას.

📌 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:
📧 [email protected]

⚠️ მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მძღოლი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

✈️ 15 ივლისი - Boeing-ის დაბადების დღე1916 წლის 15 ივლისს უილიამ ბოინგმა სიეტლში დააარსა კომპანია Pacific Aero Products ...
15/07/2026

✈️ 15 ივლისი - Boeing-ის დაბადების დღე

1916 წლის 15 ივლისს უილიამ ბოინგმა სიეტლში დააარსა კომპანია Pacific Aero Products Co.. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, საიდანაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავიაციო კორპორაცია - Boeing.

📌 ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანიის ისტორიაში, რადგან იგი მხოლოდ ოფიციალური რეგისტრაციის დღე არ არის - ის ასოცირდება Boeing-ის, როგორც ავიაციის სფეროში ახალი ძალის, დაბადებასთან.

უილიამ ბოინგი იმ დროს უკვე აქტიურად იყო გატაცებული ავიაციით და ინჟინერ ჯორჯ ვესტერველტთან ერთად მუშაობდა საკუთარ საჰაერო აპარატზე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კომპანიის პირველი თვითმფრინავის, B&W Seaplane-ის შექმნაც, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა Boeing-ის სამომავლო განვითარებას. 🛩️

ერთი წლის შემდეგ, 1917 წელს, კომპანიას ეწოდა Boeing Airplane Company, თუმცა ისტორიულად საწყის თარიღად მაინც 1916 წლის 15 ივლისი ითვლება.

🎉 ამ თარიღმა განსაკუთრებით დიდი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა 2016 წელს, როდესაც Boeing-მა 100 წლის იუბილე აღნიშნა.

🌍 საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პატარა საწარმო გადაიქცა გლობალურ ლიდერად ავიაციის, თავდაცვისა და კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში.

07/07/2026

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ATC Boeing-ისთვის კომპოზიტური მასალებისგან დეტალებს ამზადებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? 🤔

💡 კომპოზიტი ერთი მასალა არ არის. ის რამდენიმე სხვადასხვა მასალის გაერთიანებით იქმნება, რათა საბოლოო დეტალმა ერთდროულად მიიღოს სიმტკიცე, სიმსუბუქე და გამძლეობა.

🧪 ამის კარგი მაგალითია ნახშირბადის ბოჭკო და სპეციალური ფისი. ბოჭკო დეტალს სიმტკიცეს აძლევს, ფისი კი მას ერთიან ფორმად აყალიბებს და იცავს. ფენების სწორად განლაგებისა და დამუშავების შედეგად იქმნება ნაწილი, რომელიც მეტალზე ბევრად მსუბუქი შეიძლება იყოს, თუმცა დიდი დატვირთვის ატანა შეუძლია.

✈️ ავიაციაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თვითმფრინავის ყოველი დამატებითი კილოგრამი გავლენას ახდენს მის წონაზე, საწვავის მოხმარებასა და ფრენის ეფექტიანობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც კონსტრუქციას ამსუბუქებს, მაგრამ მის საიმედოობას არ ამცირებს.

⚙️ კომპოზიტური მასალებისგან დეტალის შექმნა მხოლოდ მისი ფორმაში მოთავსება არ არის. ეს არის ზუსტი ტექნოლოგიური პროცესი — მასალის მომზადებიდან და ფენების განლაგებიდან, საბოლოო დამუშავებამდე და ხარისხის შემოწმებამდე.

🤝 როდესაც ვამბობთ, რომ ATC Boeing-ისთვის კომპოზიტური მასალებისგან დეტალებს ამზადებს, ვსაუბრობთ სწორედ ამ პროცესზე: დეტალებზე, რომლებიც შემდგომ თვითმფრინავის უფრო დიდი და რთული კონსტრუქციის ნაწილი ხდება.

22/06/2026

📢 ახალი ვაკანსია — დეტალების აწყობის ოპერატორი

🛠️ „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას დეტალების აწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

🔹 საჭირო კვალიფიკაცია:
• კარგი ტექნიკური უნარები;
• წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• კომპიუტერზე მუშაობის უნარი.

✨ პიროვნული უნარები:
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

❗️ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია გულისხმობს ცვლებში მუშაობას:

• I ცვლა — 08:30–17:30
• II ცვლა — 17:00–02:00
• III ცვლა — 01:30–09:00

📌 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:
📧 [[email protected]](mailto:[email protected])

⚠️ გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
„დეტალების აწყობის ოპერატორი“
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

#ვაკანსია #დასაქმება

ATC (Aerostructure Technologies Cyclone) Aircraft Composites Factory in Tbilisi, Georgia

ოპერაციული სრულყოფილებისკენ სვლა მუდმივი პროცესია. 🚀ამჯერად, ATC-ის კიდევ ერთმა გუნდმა გაიარა სამდღიანი ინტენსიური ტრენი...
18/06/2026

ოპერაციული სრულყოფილებისკენ სვლა მუდმივი პროცესია. 🚀

ამჯერად, ATC-ის კიდევ ერთმა გუნდმა გაიარა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი მსოფლიოში აღიარებული TWI (Training Within Industry) მეთოდოლოგიის მიმართულებით.

ტრენინგის მიზანი იყო სამუშაო პროცესებში ცოდნის გადაცემის სტანდარტიზებული მიდგომის გაძლიერება, რაც გუნდებს ეხმარება ამოცანების უფრო ზუსტად, თანმიმდევრულად და ეფექტიანად შესრულებაში. ⚙️

TWI მეთოდოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, სადაც ხარისხის სტაბილურობა, დეტალებზე ყურადღება და შეცდომების მინიმიზაცია ყოველდღიური მუშაობის მთავარი ნაწილია.

ჩვენთვის გუნდის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ პროფესიული უნარების გაძლიერებას, არამედ წარმოების ხარისხის, პროცესების ეფექტიანობისა და პარტნიორების ნდობის კიდევ უფრო განმტკიცებას. 💡

📢 ვაკანსია CNC ოპერატორის პოზიციაზე!  🛠️ “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“  აცხადებს  ვაკანსიას CNC დანადგარის ...
29/05/2026

📢 ვაკანსია CNC ოპერატორის პოზიციაზე!
🛠️ “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე!
👉 CNC ოპერატორი პასუხისმგებელია CNC დანადგარის მუშაობის გამართულ ფუნქციონირებაზე. მისი მოვალეობაა გაჭრას და დაამუშაოს ნედლეული მზა ნაწილებისთვის, მოამზადოს ხელსაწყოები და უზრუნველყოს საყრდენი მოწყობილობების დაყენება.
🔹 საჭირო კვალიფიკაცია:
CNC ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული კურსი CNC მიმართულებით სასურველია.
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
🔹 მოვალეობები:
მანქანების დაყენების (setup) ოპერაციების შესრულება.
ხელსაწყოების მომზადება და საყრდენი მოწყობილობების დაყენება.
დანადგარზე ჭრის ოპერაციების შესრულება და კონტროლი.
✨ პიროვნული უნარები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
👉 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია გულისხმობს ცვლებში მუშაობას.
📌 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:
📧 [email protected]
⚠️ მეილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „CNC დანადგარის ოპერატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

✈️ 1908 წლის 5 მაისი საქართველოში პირველი ცნობილი პილოტირებული ფრენის თარიღად მიიჩნევა. სწორედ ამ დღეს თბილისელმა გიმნაზ...
22/05/2026

✈️ 1908 წლის 5 მაისი საქართველოში პირველი ცნობილი პილოტირებული ფრენის თარიღად მიიჩნევა. სწორედ ამ დღეს თბილისელმა გიმნაზიელმა ა. შიუკაშვილმა მახათას მთიდან პლანერით წარმატებით გადმოფრინა.

ეს მოვლენა ქართული ავიაციის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საწყის ეტაპად ითვლება — დროის იმ მონაკვეთში, როცა ავიაცია ჯერ კიდევ მსოფლიოსთვის ახალი და გაბედული სფერო იყო. 🌍

მახათას მთიდან შესრულებული ეს ფრენა მხოლოდ ტექნიკური ცდა არ ყოფილა — ის ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლოდ იქცა და საქართველოს ავიაციის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. 🕊️

💡ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

Address

Mikheil Grigorashvili Str. 27
Tbilisi

Opening Hours

Monday 08:30 - 17:30
Tuesday 08:30 - 17:30
Wednesday 08:30 - 17:30
Thursday 08:30 - 17:30
Friday 08:30 - 17:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ATC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ATC:

Shortcuts

Share