Avtoskola mtiuleti2008

Avtoskola mtiuleti2008 avtoskola

26/01/2018
https://www.youtube.com/watch?v=SS3ob3xWbG0
04/06/2016

https://www.youtube.com/watch?v=SS3ob3xWbG0

Герои «Автошколы» официально признаны безнадежными: на счету у «блондинок» и «чайников» десятки проваленных экзаменов в ГАИ. Но шутки кончились: теперь перев...

03/12/2015

2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება , - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
"2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება

26/02/2015
27/02/2014

2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა იქნება 15 წელი; ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მოქმედების ვადა იქნება 5 წელი.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც, კერძოდ: 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის საფუძველზე.

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღდგენის ან/და შეცვლის შემთხვევაში, მისი დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.

2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასასვლელად, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად ან დაზიანებული მართვის მოწმობის შესაცვლელად სავალდებულო იქნება დაინტერესებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) სააგენტოში წარმოდგენა.

12/02/2014

"D1E” ქვეკატეგორია

"D1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:

„D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

-„D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

-„D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 21 წლიდან.

-„D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

“D1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებად საჭიროა:

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება

„D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

20/01/2014

ავტოსკოლა მთიულეთი2008 გთავაზობთ ფასდაკლებას ავტომანქანის მართვის პრაქტიკულ გაკვეთილებზე. საგამოცდო მანქანა Skoda Fabia-ზე
მოგაკითხავთ სასურველ ადგილზე მიგიყვანთ სასწავლო მოედანზე

31/12/2013

avtoskola mtiuleti2008 gilocavd shoba axal cels!!!

30/12/2013

Address

Agmashenebli
Tbilisi

Telephone

+995599901390

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Avtoskola mtiuleti2008 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Avtoskola mtiuleti2008:

Share