13/12/2018
2019 წლის 1 იანვრიდან ყველა სესხის გამცემი სუბიექტი, მათ შორის ლომბარდი გადადის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ლომბარდებს ეკისრებათ ვალდებულება კრედიტ ინფოს მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია მსესხებლების შესახებ. კრედიტ ინფოდან აღებულ მონაცემებს კი უყურებს სხვა საკრედიტო ორგანიზაციები და შეიძლება გავლენა იქონიოს ნებისმიერი არაუზრუნველყოფილი სესხის მოთხოვნაზე. ასე რომ, ისეთივე ყურადღებით მოეკიდეთ ლომბარდის სესხს, როგორც ბანკისას.