Omega Motor Group • ომეგა მოტორ ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Omega Motor Group • ომეგა მოტორ ჯგუფი

Omega Motor Group • ომეგა მოტორ ჯგუფი Official Dealer of Bentley and Maserati

14/02/2023

“ომეგა მოტორ ჯგუფს” სურს უპასუხოს “საქართველოს ბანკის” მიერ ა.წ. იანვარში გავრცელებულ სიცრუის შემცველ განცხადებას.

საქართველოს ბანკის განცხადებით, მათ ომეგა მოტორ ჯგუფის საკუთრება შეიძინეს მას შემდეგ, რაც ყოფილმა მესაკუთრემ ვერ შეასრულა ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულება.

ომეგა მოტორ ჯგუფს არასდროს ჰქონია საქართველოს ბანკის მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება, არც კრედიტი ჰქონია საქართველოს ბანკისგან აღებული და არც რაიმე სასესხო ვალდებულების თავდები ყოფილა. უფრო მეტიც, ომეგა მოტორ ჯგუფს საქართველოს ბანკში ანგარიშიც არასოდეს არ ჰქონია გახსნილი.

საქართველოს ბანკმა უკანონოდ, მაქინაციურად მიითვისა იმ ფირმის საკუთრება, რომელსაც მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. საქართველოს ბანკი ამ ქონებას დაეუფლა სულ სხვა ფირმის აუქციონზე, სადაც ომეგა მოტორ ჯგუფის მრავალიათეული მილიონის ღირებულების ქონება უკანონოდ იქნა შეტანილი სააუქციონო მუსხაში. ომეგა მოტორ ჯგუფის ქონება საქართველოს ბანკის ხელში აღმოჩნდა კლანის მიერ მართული სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს და საჯარო რეესტრის კოორდინირებული უმძიმესი კანონდარღვევების შედეგად.

„საქართველოს ბანკის“ მიერ არაკეთილსინდისიერად ხელში ჩაგდებული ომეგა მოტორ ჯგუფის ქონებებში შედის: შენობები სადაც განთავსებული იყო ბენტლი, ბმვ, მინისა და მაზერატის შოურუმები და სერვის ცენტრები. ასევე „მთავარი არხის“ სტუდიები და საეთერო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ბანკის მიერ უკანონოდ დაუფლებული ქონების შეძენის სურვილი გამოხატა შპს „აი ჯი დეველოფმენთმა“, რომლის დამფუძნებელია მინდია საბანაძე, ხოლო დირექტორი კი ლევან მესხელი, რომლებიც მმართველ პარტიასთან ასოცირებულ პირებს წარმოადგენენ. ბატონი მინდია საბანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა. გვსურს გავაფრთხილოთ როგორც აღნიშნული კომპანია, ასევე ნებისმიერი მყიდველი, რომელიც უკანონოდ წართმეული ქონების შეძენით იქნება დაინტერესებული - ისინი გახდებიან უკანონობის თანამონაწილე და კანონდარღვევის თანაზიარი.

ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს ბანკს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომეგა მოტორ ჯგუფის ქონების უკანონო ფლობა.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ თუ როგორ გადაფორმდა ომეგა მოტორ ჯგუფის ქონება საქართველოს ბანკის სახელზე.

ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ქ-ნ თამარ გვარამაძეს, შეისწავლოს აღნიშნული კანონდარღვევები.

მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული კანონდარღვევები.

მივმართავთ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, რათა ყველა ინვესტორის უფლება დაცული იყოს საქართველოში.

02/02/2021

"ომეგა მოტორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ტექნიკოსის (ხელოსანი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სერვისში შემოსული ავტომობილების დიაგნოსტიკა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების სავალი ნაწილის გაუმართაობის მიზეზების დადგენა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების შეკეთება მოთხოვნის შესაბამისად;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** სერვის-მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საავტომობილო სერვისის სფეროში;
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით 592 26 95 95.

Bentley-მ ახალი Flying Spur წარმოადგინა
19/10/2020

Bentley-მ ახალი Flying Spur წარმოადგინა

Autobild

BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს
30/10/2019

BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს

სპეციფიკაცია Blackline ახალი Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის ...
17/10/2019

სპეციფიკაცია Blackline ახალი Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის

განკუთვნილია გზებისთვის. THE 8. https://goo.gl/BCwJ8D
16/10/2019

განკუთვნილია გზებისთვის. THE 8. https://goo.gl/BCwJ8D

16/10/2019

ახალი Continental GT Convertible, შექმნილი თქვენ მიერ, მსოფლიოს ულამაზესი გზებისთვის.

#ბენტლითბილისი

შესრულების ელეგანტური მნიშვნელობა.
16/10/2019

შესრულების ელეგანტური მნიშვნელობა.

შემატე მღელვარება ჩვეულებრივ დღეებს. BMW X2. https://tinyurl.com/y7q4l7u2
15/10/2019

შემატე მღელვარება ჩვეულებრივ დღეებს. BMW X2. https://tinyurl.com/y7q4l7u2

ბენტლის ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი Continental GT Number 9 მულინერის გამოშვება, შთაგონებული ლეგენდარული მოდე...
15/10/2019

ბენტლის ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი Continental GT Number 9 მულინერის გამოშვება, შთაგონებული ლეგენდარული მოდელით - No. 9 Blower და მის ინტერიერში ამოტვიფრული ასო 'B'. გაიგეთ მეტი: bit.ly/337W8D4

თამამი და გადამწყვეტი მაზერატი გიბლი, აფართოებს თქვენს თვალთახედვას.
15/10/2019

თამამი და გადამწყვეტი მაზერატი გიბლი, აფართოებს თქვენს თვალთახედვას.

THE 1 - სისწრაფისა და სივრცის იდეალური სინთეზი.
10/09/2019

THE 1 - სისწრაფისა და სივრცის იდეალური სინთეზი.

Address

დავით აღმაშენებლის ხეივანი
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30
Saturday 09:30 - 16:30

Telephone

0322232390

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Omega Motor Group • ომეგა მოტორ ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category