Tegeta • თეგეტა

Tegeta • თეგეტა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tegeta • თეგეტა, Automotive Store, Aghmashenebeli Alley 12km , #5, Tbilisi.

თეგეტა დღეს ლიდერია ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების მიმართულებით. ასეთივე წარმატებით კომპანია წარმოდგენილია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე. თეგეტა, რომელმაც ავტმომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს.

კომპანიის კორპორაციული მიმართულება მნიშვნელოვანი რგოლია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში. თეგეტა ზრუნავს სასწრაფოსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე. ამავდროულად კომპანიას თავისი წვლილი შეაქვს გზებისა და სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა. ისეთი მიმართულებების მხარდაჭერით, როგორიცაა ქალთა გაძლიერება, გარემოზე ზრუნვა, ინოვაციების ხელშეწყობა და განათლება, კომპანია მნიშნელოვან როლს თამაშობს საზოგადობრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყნის განვითარებაში.

საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლ...
10/08/2026

თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, დაეუფლონ ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებულ პროფესიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

გვჯერა, რომ განათლება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა კი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

07.08.08მარადიული ხსოვნა გმირებს!
07/08/2026

07.08.08

მარადიული ხსოვნა გმირებს!

♻️ ძველი საბურავი შეიძლება ახალ შესაძლებლობად იქცეს.გამოყენებული საბურავების სწორი გადამუშავება ხელს უწყობს ახალი რესურს...
06/08/2026

♻️ ძველი საბურავი შეიძლება ახალ შესაძლებლობად იქცეს.

გამოყენებული საბურავების სწორი გადამუშავება ხელს უწყობს ახალი რესურსების შექმნას, ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

არ გადაყარო – ჩააბარე.
ერთად შევქმნათ მდგრადი მომავალი 🌱

🚀გაიცანით გამოფენა, "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზის" მონაწილე კომპანია - TEGETA Motors Central Asia „თეგეტა ჰოლდინ...
30/07/2026

🚀გაიცანით გამოფენა, "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზის" მონაწილე კომპანია - TEGETA Motors Central Asia

„თეგეტა ჰოლდინგი“ 1995 წლიდან საავტომობილო ინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა რეგიონში. ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტებისა და სერვისების სრულ ეკოსისტემას მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სპეცტექნიკისა და ინდუსტრიული მიმართულებით.

TEGETA Motors Central Asia უზბეკეთის ბაზარზე აქტიურად ავითარებს საცალო, კორპორაციულ და B2B მიმართულებებს:

· Mobil-ის ოფიციალური წარმომადგენელი უზბეკეთში — პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მსუბუქი, კომერციული და ინდუსტრიული სექტორებისთვის.

· გლობალური ბრენდები: Firestone, Bosch, Fleetguard, Champion და სხვ.

· სერვის ცენტრი ტაშკენტში: საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება ტექნიკური სითხეების, საბურავებისა და ნაწილების შეცვლით.

ძლიერი საერთაშორისო ბრენდების პორტფელი და B2B მიდგომა

კომპანია „თეგეტა მოტორს ცენტრალური აზია“ Mobil-ის ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური წარმომადგენელია უზბეკეთში და სარგებლობს „თეგეტა ჰოლდინგის“ 300-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი ბრენდისგან შემდგარი პორტფელით.

საერთაშორისო პარტნიორობის ეს ფართო ქსელი კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. იგი ქმნის გრძელვადიან შესაძლებლობებს ახალი პროდუქტების, გლობალური ბრენდებისა და დამატებითი ბიზნესმიმართულებების დასანერგად, როგორებიცაა: მსუბუქი და კომერციული ტრანსპორტი, სამშენებლო ტექნიკა, ავტომობილების შემდგომი მომსახურების (Aftermarket) გადაწყვეტილებები და თანმდევი სერვისები.

📆7 ოქტომბერი · კონფერენცია
📆8 ოქტომბერი · ბიზნეს გამოფენა "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა"
📍სასტუმრო JW Marriott Hotel Tashkent

🚀 Meet one of the participating companies of the "Georgia – Uzbekistan Silk Road" Exhibition - TEGETA Motors Central Asia

Tegeta Holding has been a regional leader in the automotive industry since 1995, offering a complete ecosystem of products and services for passenger cars, trucks, buses, and industrial machinery.

TEGETA Motors Central Asia actively expands its retail, corporate, and B2B operations in Uzbekistan:

· Official Representative of Mobil in Uzbekistan — comprehensive range for passenger, commercial, and industrial sectors.

· Global Brands: Firestone, Bosch, Fleetguard, Champion, and more.

· Service Center in Tashkent: International-standard maintenance for passenger and light commercial vehicles.

Strong international brand portfolio and B2B aproaching. The Company -Tegeta Motors Central Asia is the official representative of Mobil lubricants in Uzbekistan and benefits from Tegeta Holding’s portfolio of more than 300 world-leading brands. This extensive international partnership network represents a major competitive advantage, creating long-term opportunities to introduce new products, global brands, and additional business lines, including passenger vehicles, commercial vehicles, construction equipment, aftermarket solutions, and related services.

📆 October 7 · Conference
📆 October 8 · Business Exhibition "Georgia–Uzbekistan Silk Road"
📍 JW Marriott Hotel Tashkent

27/07/2026

გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა, რომლის საფუძველიც განათლება და ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ ახალგაზრდებთან შეხვედრებსა და გამოცდილების გაზიარებას 🌱

თეგეტა გრინ პლანეტი – GIPA-ს საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერი.

ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს, ვულოცავთ 90 წლის იუბილეს.გვიხარია, რომ შატო მუხრანში გამართული საიუბილეო საღამო...
22/07/2026

ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს, ვულოცავთ 90 წლის იუბილეს.

გვიხარია, რომ შატო მუხრანში გამართული საიუბილეო საღამოს მხარდამჭერი თეგეტა იყო. ჩვენი ვარსკვლავის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება კი Volvo Car Sakartvelo-მ უზრუნველყო.

მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანის ქართული მუსიკისა და სახელოვნებო სცენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

17/07/2026

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში — „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს. „თეგეტა მოტორსის“ რეგიონულ ჰაბში კომპანიის დამფუძნებელმა, თემურ კოხოძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალმა სრული დატვირთვით მუშაობა დაიწყო....
16/07/2026

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალმა სრული დატვირთვით მუშაობა დაიწყო.
მრავალფუნქციური სერვისცენტრი 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს უწევს მომსახურებას.

42 000 მ²-ზე განთავსებული, 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით შექმნილი კომპლექსი მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით, მულტიბრენდულ და მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას უწევს.

„თეგეტა მოტორსის“ რეგიონულ ჰაბს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეგიონული მასშტაბის პროექტი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.

მან „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელ თემურ კოხოძეს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე, რეგიონული ჰაბის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე პრეზენტაცია„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე ქავთარაძემ გამართა.

სტუმრებმა კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

იმპორტი მხოლოდ პროდუქტის შემოტანა არ არის - მასთან ერთად პასუხისმგებლობაც მოდის ♻️ თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც ავტორიზებ...
13/07/2026

იმპორტი მხოლოდ პროდუქტის შემოტანა არ არის - მასთან ერთად პასუხისმგებლობაც მოდის ♻️

თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც ავტორიზებული მგვ ორგანიზაცია, კომპანიებს ეხმარება კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში და ნარჩენების სწორ მართვაში.

🔗 მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგს - https://bit.ly/4pqkG4I

10/07/2026

12 ივლისს, 13:00 სთ-დან, გელოდებით Tegeta Fest-ზე⚡

გაატარე დღე წრიული რბოლის, ინტერაქციული აქტივობების, გასართობი ზონებისა და ბრენდული სივრცეების გარემოცვაში.

გამოსცადე რეაქციის სისწრაფე, მოირგე პროფესიონალი მრბოლელის როლი სიმულატორზე, აღმოაჩინე ავტოინდუსტრიის სიახლეები და შეიგრძენი ნამდვილი პიტ-სტოპის ენერგია.

📍 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
🏁 დასწრება თავისუფალია

Address

Aghmashenebeli Alley 12km , #5
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30
Saturday 09:00 - 18:30
Sunday 09:30 - 18:30

Telephone

+995322264444

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tegeta • თეგეტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share