10/09/2026
სატვირთო ყველგანმავალი ЗиЛ-Э167, რომელიც 1963 წელს იყო შექმნილი რთულ საგზაო და კლიმატურ პირობებში სამუშაოდ. მას შეეძლო მდინარეებისა და ჭაობების გადალახვა, აღჭურვილი იყო ჰაერის გამწმენდი და საბურავების წნევის კონტროლის სისტემებით, ასევე 4.5 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავით ხანძრის შემთხვევაში წყლის ამოსატუმბად. მანქანა ასევე რადიოგადამცემით იყო აღჭურვილი.
ყველგანმავალი ოთხღერძიანი სამხედრო ავტომობილის, ЗиЛ-135 შასის საფუძველზე იყო აწყობილი, აღჭურვილი იყო ორი 7.0 ლიტრიანი V8 ძრავით, რომლებიც მანქანის უკანა ნაწილში იყვნენ განთავსებულნი. ტრანსმისიები ЗиЛ-135Л მოდიფიკაციებიდან იყო აღებული. როგორც წინა, ასევე უკანა ღერძი მართვადი იყო. ჰაერის შემწოვები კორპუსის გვერდებზე იყო განთავსებული.
მანქანის ქვედა ნაწილი დაცული იყო ლითონის ფურცლებით, რაც მანქანას დიდთოვლობაში გადაადგილებისას ეხმარებოდა. კაბინა БАЗ-135-დან, ხოლო საბურავები МАЗ-529Е-დან იყო აღებული, მათი გრუნტზე საწოლა მინიმალური იყო - 0,6 კგ კვადრატულ სანტიმეტრზე. ძარა მინაპლასტიკისგან იყო დამზადებული.
ქარხნული ტესტირება 1965 წლის მარტში დასრულდა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრო კიდევ ორი ყველგანმავლის შეკვეთას აპირებდა, თუმცა ეს გეგმები არ განხორციელდა, მანქანის მასობრივ წარმოებაში ჩაშვება ვეღარ მოხერხდა. ამის ძირითადი მიზეზები ტრანსმისიის სირთულე და მანქანის მაღალი ღირებულება იყო.