23/07/2026
საქართველოს სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწერა - ქართველი ათლეტი ნიკო მაისურაძე პირველი სპორტსმენია, რომელიც CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალის ელიტარულ კატეგორიაში იასპარეზებს. ეს ისტორიული მიღწევა მრავალწლიანი შრომის, დისციპლინისა და შეუპოვრობის შედეგია.
24–26 ივლისს, კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეში, ნიკო მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებთან ერთად საქართველოს სახელით გამოვა. ამ მნიშვნელოვან გზაზე მას Ford-ის ბრენდით „ჯი-თი მოტორსი“ უჭერს მხარს.
გვჯერა, რომ წარმატება იწყება გამბედაობით, მუდმივი განვითარებითა და მიზნისკენ შეუჩერებელი სწრაფვით - ღირებულებებით, რომლებიც როგორც სპორტში, ისე ჩვენს საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
გაეცანი სრულად: https://entm.ag/mO9r27