16/09/2025
ყველაფერი კინოს სცენარივით დრამატულად განვითარდა ჩვენი გუნდისთვის კოტეტას თასზე. მთელი კვირის ვარჯიშების დროს, ირაკლი ჯანჯღავას მანქანაზე, თავჩენილი პრობლემა, დილით ადრევე მოვაგვარეთ. კვალიფიკაციით მეოთხე სასტარტო პოზიციაზე იდგა ირაკლი. ლევანი ხვედელიძე მეექვსეზე დადგა. ნახევარფინალური დაპირისპირება გამარჯვებით დავასრულეთ. ( თან ისე რომ მანქანაც შევინახეთ) მეორე ადგილოსნის გამოთიშვის შემდეგ, ფინალში მესამე პოზიციიდან დაიძრა ირაკლი, ლევანი მეხუთედან. ირაკლის, სარბოლო გეგმაში გვქონდა პირველ-მეორე წრეზე, მეორე ადგილისთვის გადასწრება და მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ლიდერთან. რაც იდეალურად გამოვიდა, პირველივე წრეზე უკვე მეორე ადგილამდე დავწინაურდით და ფინიშამდე კიდევ ბევრი წრე იყო დარჩენილი.ამ დროს ლევანი მესამე ადგილისთვის იბრძოდა აჩიკო ბიძინაშვილთან. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ, სადღაც მეხუთე წრეზე ირაკლის მანქანაზე, ეგრეთწოდებული "ყუმბარის" ჩაშლის გამო არ დავიწყეთ პოზიციების კარგვა და ნახევარი წრის გავლაც ვეღარ მოხერხდა, მოგვიწია გამოვთიშვოდით რბოლას. ჩვენდა გასახარად, ლევანი , (მიუხედავად შეუსაბამო საბურავისა) ბოლომდე დარჩა ფინალურ ბრძოლაში და პორშესთან დაუნდობელი ბრძოლის მიუხედავად არ დანებდა და არ დაუთმო საპოდიუმო მესამე პოზიცია