22/08/2026
⚠️ უსაფრთხოება უპირველესია!
მეგობრებო, გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ტრასაზე უსაფრთხოების წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ბოლო სესიის დროს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მონაწილემ ყვითელი გამაფრთხილებელი დროშის დროს სიჩქარე არ შეამცირა, რის გამოც მოგვიწია 3 თვიანი დისკვალიფიკაციის მიცემა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ჩვენთვის არის სასიამოვნო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და მონაწილის დისკვალიფიკაცია, თუმცა როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, წესების დაცვა აუცილებელია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთ.
გთხოვთ, ყოველთვის პატივი ვცეთ ერთმანეთს, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა მონაწილეებსა და მარშლებს. ყურადღებით დავაკვირდეთ სასიგნალო დროშებს და დავემორჩილოთ მარშლების მითითებებს.
💡 სიახლე ტრასაზე - დამატებითი ყვითელი გამაფრთხილებელი განათება
უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ტრასის ბოძებზე დავამატეთ ყვითელი გამაფრთხილებელი განათებები. 🟡
თუ ტრასაზე ყვითელი განათება ჩაირთო, მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ყვითელ დროშას - დაუყოვნებლივ შეამცირეთ სიჩქარე და მთელი წრე გაიარეთ ნელა და მაქსიმალური სიფრთხილით.
🚩 გაიხსენეთ დროშების მნიშვნელობა:
🟨 ყვითელი დროშა / ყვითელი განათება - საფრთხე ტრასაზე
შეამცირეთ სიჩქარე და მთელი წრე გაიარეთ ნელა და მაქსიმალური სიფრთხილით.
🟥 წითელი დროშა - სესია დასრულებულია
დაუყოვნებლივ შეამცირეთ სიჩქარე და რაც შეიძლება ნელა დაბრუნდით პიტლეინში.
🏁 ფინიშის დროშა - სესიის დასასრული
ფინიშის დროშის დანახვის შემდეგ შეამცირეთ სიჩქარე, გაიარეთ დარჩენილი სრული წრე ნელა და დაბრუნდით პიტლეინში.
⚠️ დროშებისა და გამაფრთხილებელი განათებების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის როგორც თქვენ, ისე ტრასაზე მყოფ სხვა მონაწილეებსა და პერსონალს.
ვიაროთ სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და ერთმანეთის პატივისცემით! 🏎️