ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს • Euro Tachograph Solutions

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს • Euro Tachograph Solutions

ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს • Euro Tachograph Solutions ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს - ვიდრე მართვას დაიწყებ

Euro Tachograph Solutions (ETS) - Before You Drive

🔵 „Euro Tachograph Solutions“-ი (ETS) აერთიანებს ქართულ-ირლანდიულ ათწლიან გამოცდილებას და ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურება სატვირთო და სამგზავრო გადაყვანის პროცესში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

🔵 ETS გახლავთ, „Stoneridge Electronics“-ის ავტორიზებული აგენტი საქართველოში, რაც გვანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე მოვახდინოთ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული Veeder-Root და Stone

ridge Electronics-ის ტაქოგრაფების, პროგრამირების ხელსაწყოების და აქსესუარების რეალიზაცია, კალიბრაცია და ტექნიკური უზრუნველყოფა.

🔵ჩვენ ვქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში შეიქმნას საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოები, ამისათვის უზრუნველვყოფთ აღნიშნული სახელოსნოების მომარაგებას ციფრული და სმარტ ტაქოგრაფებით (შესაბამისი საერთაშორისო გარანტიით), სათანადო საქმიანობის განსახორციელებელი დამხმარე მოწყობილობებით, პროგრამირების ხელსაწყოებით და რაც მთავარია, უზრუნველვყოფთ აღნიშნული სახელოსნოების მექანიკოსების სწავლებას საქართველოში, Stoneridge Electronics-ის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტისა და სწავლების მეთოდიკის შესაბამისად.

🔵ETS ზრუნავს გადაზიდვებში ჩართულ კომპანიებზე, შესაბამისად უზრუნველყოფს აღნიშნული კომპანიებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც მათ დაეხმარება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და სათანადოდ დაიცვან მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმები. რისთვისაც, ჩვენ გთავაზობთ ჩამომტვირთველ მოწყობილობებს და ანალიზის პროგრამა Optac3-ს, რომელიც ევროპულ ბაზარზე დარგში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მასში მუშაობა შესაძლებელია ოც სხვადასხვა ენაზე და მათ შორის, ქართულ ენაზეც.

🔵ETS აგრეთვე გახლავთ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების (Speed Limitation Devices) იმპორტიორი საქართველოში.

🔵ETS-სა და Continental-ს შორის გაფორმდა საშუამავლო ხელშეკრულება (Reseller Agreement), რომელიც უფლებას გვაძლევს მოვახდინოთ Continental Automotive GmbH პროდუქციის რეალიზება საქართველოში და ასევე, მის ფარგლებს გარეთ!


🔵ETS საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოში მძღოლების, ტრანსპორტის მენეჯერების და სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების კონსულტანტების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, რუსულ და სპარსულ ენებზე.

☑️ამ ეტაპზე:

❇️სახმელეთო ტრანსპორის სააგენტოს მიერ ETS მიენიჭა სასწავლო ცენტრის სტატუსი და შესაბამისად, უფლებამოსილება განახორციელოს:
✅ციფრული Tachograph-ის შესახებ სწავლებას!
✅სახიფათო ტვირთის (ADR) შესახებ სწავლებას:
✔️საბაზისო მომზადების კურსი
✔️ცისტერნებით გადაზიდვის კურსი

❇️საქართველოში მხოლოდ ETS სთავაზობს ქართულ ბიზნეს, ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების თაობაზე მექანიკოსთა სწავლების კურს.

🔜უახლოეს მომავალში ჩვენი ტრენინგების არეალი სრულად მოიცავს:

✔️პირველი კლასის სახიფათო ტვირთის კურსი
✔️მე-7 კლასის სახიფათო ტვირთი კურსი

✅სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების კონსულტანტის (ADR Safety Advisor) სპეციალურ სწავლებას!

✅CPC Driver-ის (ე.წ. კოდი 95) სწავლებას:
✔️სრული კურსი
✔️შემოკლებული კურსი
✔️გადამზადების კურსი

✅ ტრანსპორტის მენეჯერის (CPC Manager) სწავლებას!

🔜ETS გახდა DKV-ის (DKV Mobility) ოფიციალური წარმომადგენელი და ბროკერი საქართველოში, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურეობას:

☑️ერთიანი საგზაო მოსაკრებლის (Toll Service) გადახდის მოქნილ პირობებს, Toll-boxes საშუალებით, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, შესაბამისი გადახდილი დამატებითი ღირებულების ჩათვლის პირობით;

☑️საწვავის შეძენის (Fueling Service) შესაძლებლობას, Fuel Card-ის საშუალებით, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, შესაბამისი გადახდილი დამატებითი ღირებულების ჩათვლის პირობით;

☑️საბორნე მომსახურების (Ferry Service) მიღების შესაძლებლობის ევროპის ნებისმიერი მიმართულებით, შესაბამისი გადახდილი დამატებითი ღირებულების ჩათვლის პირობით.

🔵ვიდრე მართვას დაიწყებ!

📢 მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ! 🔴📝 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გზისპირა ზონებში ინსპექტირებას იწყებს! 👮 გზი...
28/01/2025

📢 მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ!

🔴📝 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გზისპირა ზონებში ინსპექტირებას იწყებს!

👮 გზისპირა ზონაში ინსპექტირებას ექვემდებარებიან M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას ან საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანას ახორციელებენ.

ინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალებები, შემოწმდებიან შემდეგ კომპნენტებზე:

📌 სახიფათო ტვირთების (ADR) გადაზიდვის წესების დაცვა;

📌 მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის (AETR) დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება;

📌 სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;

📌 ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;

📌 საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;

📌 საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;

📌 სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

📊📃 წესების დარღვევა პირველ, მე-2 და მე-3 ხარისხის დარღვევად დაიყოფა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარღვევის ხარისხის მიხედვით – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

👩‍💼📝 ჩვენი პროდუქტები, კერძოდ - ტაქოგრაფიდან და მძღოლის ბარათიდან მონაცემების ჩამომტვირთველი მოწყობილობები და Optac 3-ის პროგრამული უზრუნველყოფა გაძლევთ შესაძლებლობას, დაიჭიროთ თადარიგი, მიიღოთ პრევენციული ზომები და მოემზადოთ მოსალოდნელი შემოწმებისთვის, როგორც კომპანიის ბაზაზე, ასევე გზებზე და თავიდან აიცილოთ შესაძლო ჯარიმები.

💡📟 ჩვენი პროდუქცია და სერვისი თქვენ გეხმარებათ სწორად და ჯეროვნად აწარმოოთ შემოწმებისათვის აუცილებელი პროცედურები, მათ შორის, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების მონაცემების მონიტორინგი და დაიცვათ სრულფასოვნად დარგში მოქმედი კანონმდებლობა.

📍 დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263

✉️ელ-ფოსტა: [email protected]

🚛ვიდრე მართვას დაიწყებ!

👨‍✈🚛  მოემზადეთ მოსალოდნელი საგზაო შემოწმებისთვის Optac 3-თან ერთად! 🇬🇪 📟  Optac 3-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და ანალი...
23/08/2024

👨‍✈🚛 მოემზადეთ მოსალოდნელი საგზაო შემოწმებისთვის Optac 3-თან ერთად!

🇬🇪 📟 Optac 3-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და ანალიზის სისტემა სრულად ხელმისაწვდომია ქ ა რ თ უ ლ ე ნ ა ზ ე !!!

📑 📝 ეს ექსკლუზიური და უნიკალური შესაძლებლობა ტაქოგრაფიდან და მძღოლის ბარათიდან ჩამოტვირთული მონაცემების ანალიზის პროცესს მეტად გაგიადვილებთ.

‼️ რას აკეთებს Optac 3 -ის პროგრამა? ‼️

იგი ამოწმებს და აანალიზებს:

✅ ტაქოგრაფიდან ჩამოტვირთულ მონაცემებს;
✅ მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმებს;
✅ სატრანსოპორტო საშუალების გამოყენების შესახებ ინფორმაციას;
✅ განვლილ მანძილს;
✅ სიჩქარის მონაცემებს;
✅ სიჩქარის გადაჭარბებას;
✅ დარღვევებსა და გადაცდომებს.

🪪⚙️🚛 დარღვევებზე დროული რეაგირების მოხდენის მიზნით, Optac 3-ის პროგრამა ახდენს მოპოვებული ინფორმაციის სრულ შემაჯამებელ ანალიზს, რომელსაც 40-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა მოხსენების/რეპორტების სახით გაწვდით და გაძლევთ შესაძლებლობას თავიდან აიცილოთ დაჯარიმება, როგორც საგზაო, ისე კომაპნიის ბაზაზე შემოწმების პროცესში.

🔎 (იხ. დეტალები: https://eurotacho.ge/)

📌👩‍💼 დაინტერესებულ კომპანიებსა და მძღოლებს გთავაზობთ უფასო საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის ონლაინ ვებინარს OPTAC 3-ის ანალიზის სისტემის შესახებ.

🤝 გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში!

დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]

🚛ვიდრე მართვას დაიწყებ!

📢 სახელოსნოების საყურადღებოდ! 💡 📝 ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს-ი (ETS) ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოში შეიქმნას საკო...
08/08/2024

📢 სახელოსნოების საყურადღებოდ!

💡 📝 ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს-ი (ETS) ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოში შეიქმნას საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოები.

📌 ETS დახმარებით, სახელოსნოები მომარაგდებიან:

🖨 ციფრული (Digital) და სმარტ (Smart) ტაქოგრაფებით (Tachograph) (შესაბამისი ორწლიანი საერთაშორისო გარანტიით);

🧰 Optimo2 Kit – ციფრული (Digital) და სმარტ (Smart) ტაქოგრაფების დაკალიბრების ნაკრები და მისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად ითარგმნა ქართულ ენაზე (❗️) ჩვენი გუნდის მიერ. გამომდინარე აქედან, საქართველოსა თუ ევროპაში სახელოსნოებს მიეცათ შესაძლებლობა ტაქოგრაფის დაყენება, შემოწმება, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების განხორციელება, მათ შორის დაკალიბრება განახორციელონ ქართულ ენაზე!

⚙️⚒ პროგრამირებისათვის საჭირო ხელსაწყოებით (Optimo2 Cable Kit; Wireless Photocell; Top-Print Card Reader; Top-Print Sealing Foils; Sealing Pliers და ა.შ.) და მათი პროგრამული უზრუნველყოფით (Top-Print Software License).

📊📝🔎 ჩვენი პროდუქცია და სერვისი თქვენ გეხმარებათ სწორად და ჯეროვნად აწარმოოთ ციფრული (Digital) და სმარტ (Smart) ტაქოგრაფების დაყენება, შემოწმება, ტექნიკური მომსახურება, კალიბრაცია, შეკეთება და დაიცვათ სრულფასოვნად დარგში მოქმედი კანონმდებლობა.

📍 დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🚛ვიდრე მართვას დაიწყებ!

📢 მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ! 🔴📝 2025 წლის 4 იანვრიდან გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება იწყება! მიმდინარე...
24/07/2024

📢 მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ!

🔴📝 2025 წლის 4 იანვრიდან გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება იწყება!

მიმდინარე წლის 27 ივნისს მიღებული და 12 ივლისს გამოქვეყნებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

🟢 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება იწყება.
ინსპექტირების განხორციელების პროცესი მოიცავს შემოწმებას შემდეგი მიმართულებით:

📌 სახიფათო ტვირთების (ADR) გადაზიდვის წესების დაცვა;

📌 მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის (AETR) დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება;

📌 სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;

📌 ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;

📌 საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;

📌 საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;

📌 სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

👮‍♀️👮 ინსპექტირებისა და შემოწმების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. (იხ. დეტალები: https://shorturl.at/xGssR )

📊📃 წესების დარღვევა პირელ, მე-2 და მე-3 ხარისხის დარღვევად დაიყოფა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარღვევის ხარისხის მიხედვით – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

👩‍💼📝 ჩვენი პროდუქტები, კერძოდ - ტაქოგრაფიდან და მძღოლის ბარათიდან მონაცემების ჩამომტვირთველი მოწყობილობები და Optac 3-ის პროგრამული უზრუნველყოფა გაძლევთ შესაძლებლობას, დაიჭიროთ თადარიგი, მიიღოთ პრევენციული ზომები და მოემზადოთ მოსალოდნელი შემოწმებისთვის, როგორც კომპანიის ბაზაზე, ასევე გზებზე და თავიდან აიცილოთ შესაძლო ჯარიმები.

📊👨‍✈️🚛 Optac 3-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და ანალიზის სისტემა - ქართულ ენაზე - ექსკლუზიურად და პირველად საქართველოში წარმოდგენილია მხოლოდ ჩვენს მიერ. Optac3 -ის პროგრამა ამოწმებს ტაქოგრაფის მონაცემებს, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმებს და შეჯამებულ ინფორმაციას ანალიზის საფუძველზე გაწვდით 40-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა მოხსენების/რეპორტების სახით, ყურადღებას ამახვილებს დარღვევებზე და გაძლევთ შესაძლებლობას აღნიშულზე მოახდინოთ რეაგირება დროულად. (იხ. დეტალები: https://eurotacho.ge/ )

💡📟 ჩვენი პროდუქცია და სერვისი თქვენ გეხმარებათ სწორად და ჯეროვნად აწარმოოთ შემოწმებისათვის აუცილებელი პროცედურები, მათ შორის, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების მონაცემების მონიტორინგი და დაიცვათ სრულფასოვნად დარგში მოქმედი კანონმდებლობა.

📍 დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]

🚛ვიდრე მართვას დაიწყებ!

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
05/05/2024

ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🚩 იწყება აპრილის თვის ADR ცისტერნებით გადაზიდვის კურზე რეგისტრაცია!📌კურსის თარიღებია: 23-24 მაისი.✅ 🇬🇪🇪🇺აღნიშნული კურსებ...
29/04/2024

🚩 იწყება აპრილის თვის ADR ცისტერნებით გადაზიდვის კურზე რეგისტრაცია!

📌კურსის თარიღებია: 23-24 მაისი.

✅ 🇬🇪🇪🇺აღნიშნული კურსების გავლის შემდგომ, მსმენელზე გაიცემა IRU-ს დიპლომები, რომელიც მოქმედებს და აღიარებულია საქართველოსა და ევროპაში.
აღნიშნული დოკუმენტით მძღოლები აბარებენ გამოცდას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში და იღებენ ADR-ის მძღოლის ბარათს.

🧯☢️🛢️ETS-ში სწავლების დროს გამოიყენება ADR-ით დადგენილი სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის სავალდებულო აღჭურვილობის ნაკრები (ADR Kit).

✅ 🛢️კურსის დასასრულს მძღოლები სწავლობენ და ვარჯიშობენ მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 95

კურსზე სარეგისტრაციოდ და დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🔵🖍️რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად.
გთხოვთ მიყევით ბმულს და აირჩიეთ სასურველი თარიღი:
https://docs.google.com/forms/d/17RSwZ3ltd81G4BSL8NwPCizOWewsHA02AO_PG47qB3Q/edit?usp=forms_home&ths=true

🚩 იწყება მაისის თვის ADR საბაზო კურზე რეგისტრაცია!📌 სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლება - საბაზო ...
26/04/2024

🚩 იწყება მაისის თვის ADR საბაზო კურზე რეგისტრაცია!

📌 სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლება - საბაზო მომზადების კურსის თარიღებია: 14-15, 21-22 და 28-29 მაისი.

✅ 🇬🇪🇪🇺აღნიშნული კურსების გავლის შემდგომ, მსმენელზე გაიცემა IRU-ს დიპლომები, რომელიც მოქმედებს და აღიარებულია საქართველოსა და ევროპაში.
აღნიშნული დოკუმენტით მძღოლები აბარებენ გამოცდას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში და იღებენ ADR-ის მძღოლის ბარათს.

🧯☢️🛢️ETS-ში სწავლების დროს გამოიყენება ADR-ით დადგენილი სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის სავალდებულო აღჭურვილობის ნაკრები (ADR Kit).

✅ 🛢️კურსის დასასრულს მძღოლები სწავლობენ და ვარჯიშობენ მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 95

კურსზე სარეგისტრაციოდ და დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🔵🖍️რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად.
გთხოვთ მიყევით ბმულს და აირჩიეთ სასურველი თარიღი:
https://docs.google.com/forms/d/1aziHMYeE9bjqnHCaUn0VfK7t3XF0pRySbsUGDRcxi_I/edit

🚩 გაცნობებთ, რომ ციფრული ტაქოგრაფის შესახებ კურსი შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენთან!📌 გთხოვთ იხილოთ მაისის თვის ტრენინგის თარიღე...
25/04/2024

🚩 გაცნობებთ, რომ ციფრული ტაქოგრაფის შესახებ კურსი შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენთან!

📌 გთხოვთ იხილოთ მაისის თვის ტრენინგის თარიღები: 13, 16, 20, 27 და 30 მაისი!

📍 ტრენინგი ტარდება შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 95

📚კურსის მიმდინარეობისას, საქართველოში პრაქტიკული მეცადინეობისთვის ექსკლუზიურად ჩვენთან, გამოიყენება Stoneridge-ისა და Continental-ის (VDO) სმარტ ტაქოგრაფის სიმულატორი, ხოლო სწავლების დასასრულს თქვენ გაივლით და ამოხსნით მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს!

✨სწავლების შემდგომ გადმოგეცემათ სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც აბარებთ გამოცდას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში და იღებთ ტაქოგრაფის მძღოლის/კომპანიის ბარათს!

კურსზე სარეგისტრაციოდ დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🔵🖍️რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე დისტანციურად: https://docs.google.com/forms/d/1BwwCeRfDs-ACqf3XcXYVJJ95btcAs1wr89YD9knfKOM/edit

📢🔴მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ! 📣🔴გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება იწყება! 🟢სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს...
24/04/2024

📢🔴მძღოლებისა და კომპანიების საყურადღებოდ!

📣🔴გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება იწყება!

🟢სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება იწყება.
ინსპექტირების განხორციელების პროცესი მოიცავს შემოწმებას შემდეგი მიმართულებით:
📌სახიფათო ტვირთების (ADR) გადაზიდვის წესების დაცვა;
📌მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის (AETR) დაცვა;
📌ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმება;
📌ტაქოგრაფის მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;
📌სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;
📌ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
📌ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები;
📌ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;
📌საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა.

📍ინსპექტირებისა და შემოწმების პროცესი, ერთობლივად - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდება.

📊წესების დარღვევა მსუბუქ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ხარისხის დარღვევად დაიყოფა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარღვევის ხარისხის მიხედვით, – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

📌🔐🔎ჩვენი დახმარებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, პრევენციული ზომების საფუძველზე მოემზადოთ მოსალოდნელი შემოწმებისთვის, როგორც კომპანიის ბაზაზე, ასევე გზებზე და თავიდან აიცილოთ შესაძლო ჯარიმები.

🧮🔐🔎ჩვენი პროდუქცია და სერვისი თქვენ გეხმარებათ სწორად და ჯეროვნად აწარმოოთ შემოწმებისათვის აუცილებელი მონაცემები, მათ შორის, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები და დაიცვათ სრულფასოვნად დარგში მოქმედი კანონმდებლობა.

🚛ვიდრე მართვას დაიწყებ!

🚛 ✅წარმატებით ვაგრძელებთ ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სასწავლო კურსებს! 📍  კურსის მიმდინარეობისას, საქართველოში მხოლოდ ჩვე...
23/04/2024

🚛 ✅წარმატებით ვაგრძელებთ ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სასწავლო კურსებს!

📍 კურსის მიმდინარეობისას, საქართველოში მხოლოდ ჩვენთან თითოეულ მძღოლსა და კომპანიის წარმომადგენელეს (მენეჯერს) აქვს შესაძლებლობა განახორციელოს Stoneridge-ისა და Continental-ის (VDO) ციფრული/სმარტ (digital/smart) ტაქოგრაფის სიმულატორიდან ამონაბეჭდი და გაეცნონ მძღოლისა და კომპანიის ბარათის გამოყენების თავისებურებებს!

📍 აგრეთვე, სწავლების პროცესში მძღოლები ეცნობიან გზაზე მათი შესაძლო შემოწმების პროცესში მაკონტროლებლების მხრიდან გამოყენებული მოწყობილობების მახასიათებლებსა და თვისებებს, მაკონტროლებლის ბარათის ფუნქციურ დანიშნულებას.

🚩 აღნიშნული პროცედურა ემსახურება მძღოლებისა და კომპანიის წარმომადგენლებისათვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და ტაქოგრაფით საქმიანობის პროცესის გამარტივებას!

📚სწავლების დასასრულს მძღოლები ემზადებიან საგამოცდოთ და ხსნიან/ვარჯიშობენ მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს!

✅ ამასთანავე, გვაქვს პატივი აღნიშნულ პირებს, მივულოცოთ ჩვენი გუნდის სახელით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარება!

📝 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🚛 ვიდრე მართვას დაიწყებ!

🚛 წარმატებით ვაგრძელებთ სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლების - საბაზო მომზადების კურსს (ADR Drive...
12/04/2024

🚛 წარმატებით ვაგრძელებთ სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლების - საბაზო მომზადების კურსს (ADR Driver Basic – Packaging and Bulk).

✅🇬🇪🇪🇺 აღნიშნული კურსების გავლის შემდგომ, მსმენელებმა ჩააბარეს გამოცდა და მათზე გაიცა IRU-ს (საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი) დიპლომები, რომელიც მოქმედებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

🧯☢️🛢️ექსკლუზიურად, ჩვენთან სწავლების დროს გამოიყენება ADR-ით დადგენილი სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის სავალდებულო აღჭურვილობის ნაკრები (ADR Kit).

✅ 🛢️კურსის დასასრულს მძღოლები სწავლობენ და ვარჯიშობენ მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს, შემდგომ კი აბარებენ გამოცდას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში.

🔵🖍️ჩვენთან სწავლება ორიენტირებულია თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ასპექტებზე, რათა ეს პროცესი მძღოლებისთვის იყოს მარტივი და კომფორტული!

✅🇬🇪🇪🇺 კურსი იკითხება საერთაშორისო გამოცდილების მქონე IRU-ს აკადემიის მიერ აკრედიტირებული ლექტორების მიერ!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 95
📝 კურსზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🚛 ვიდრე მართვას დაიწყებ!

🚩 იწყება აპრილის თვის ADR ცისტერნებით გადაზიდვის კურზე რეგისტრაცია!📌კურსის თარიღებია: 4-5, და 18-19 აპრილი.✅ 🇬🇪🇪🇺აღნიშნუ...
02/04/2024

🚩 იწყება აპრილის თვის ADR ცისტერნებით გადაზიდვის კურზე რეგისტრაცია!

📌კურსის თარიღებია: 4-5, და 18-19 აპრილი.

✅ 🇬🇪🇪🇺აღნიშნული კურსების გავლის შემდგომ, მსმენელზე გაიცემა IRU-ს დიპლომები, რომელიც მოქმედებს და აღიარებულია საქართველოსა და ევროპაში.
აღნიშნული დოკუმენტით მძღოლები აბარებენ გამოცდას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency-ში და იღებენ ADR-ის მძღოლის ბარათს.

🧯☢️🛢️ETS-ში სწავლების დროს გამოიყენება ADR-ით დადგენილი სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის სავალდებულო აღჭურვილობის ნაკრები (ADR Kit).

✅ 🛢️კურსის დასასრულს მძღოლები სწავლობენ და ვარჯიშობენ მოსამზადებელ საგამოცდო ტესტებს!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 95

კურსზე სარეგისტრაციოდ და დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📞ტელ: 511 263 263
✉️ელ-ფოსტა: [email protected]
🌐ვებ-გვერდი: www.eurotacho.ge
🔵🖍️რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად.
გთხოვთ მიყევით ბმულს და აირჩიეთ სასურველი თარიღი:
https://docs.google.com/forms/d/17RSwZ3ltd81G4BSL8NwPCizOWewsHA02AO_PG47qB3Q/edit

Address

დავით აღმაშენებლის ხეივანი, 95, მეორე სართული
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995511263263

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს • Euro Tachograph Solutions posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს • Euro Tachograph Solutions:

Share