ავტოსკოლა ნინოსთან - Driving School with Nino

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ავტოსკოლა ნინოსთან - Driving School with Nino

ავტოსკოლა ნინოსთან - Driving School with Nino ავტოსკოლა ქუთაისში

Mari Sirbiladze ❤️
27/05/2026

Mari Sirbiladze ❤️

Tekla Khmelidze ❤️
27/05/2026

Tekla Khmelidze ❤️

Giorgi Tkhelidze 😘მშვიდობაში😘
25/05/2026

Giorgi Tkhelidze 😘მშვიდობაში😘

25/05/2026
Anita Tuski ❤️
25/05/2026

Anita Tuski ❤️

Nia Sulakvelidze ❤️
25/05/2026

Nia Sulakvelidze ❤️

Lasha Kechkemadze 😘
24/05/2026

Lasha Kechkemadze 😘

Mari Gogiberidze ❤️
22/05/2026

Mari Gogiberidze ❤️

Meri Avaliani ❤️
22/05/2026

Meri Avaliani ❤️

21/05/2026

საქართველოში მართვის მოწმობის მიღების წესები მსუბუქდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც საგამოცდო ბარიერი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე კანდიდატების სასარგებლოდ იცვლება.

ცვლილებების ძირითადი აქცენტები და სიახლეები საგამოცდო ეტაპების მიხედვით ასე გამოიყურება:

დღეიდან თეორიულ გამოცდაზე 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვება იქნება შესაძლებელი

B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის (მსუბუქი ავტომობილები და მსგავსი ტრანსპორტი) მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე საგამოცდო ბარიერი დაბლა იწევს.

თუკი აქამდე მოქმედი წესით კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა (გამსვლელი ქულა 27 იყო), 15 ივნისიდან დასაშვები შეცდომების რაოდენობა 5-მდე იზრდება. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 25 სწორი პასუხის დაფიქსირება იქნება საკმარისი. საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთით განისაზღვრება.

ასევე დღეიდან, იცვლება ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილების უფრო სამართლიანად გადანაწილების მიზნით, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი ხდება შეიმუშაოს სპეციალური ალგორითმი.

სისტემა გააანალიზებს კანდიდატთა მონაცემებს და დაჯავშნისას პრიორიტეტს მიანიჭებს მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გადის, აქამდე ნაკლები გასვლა აქვს დაფიქსირებული ან რიგში ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება.

2026 წლის 15 ივნისიდან ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი იზრდება

მნიშვნელოვანი შეღავათი წესდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზეც (მოძრაობა რეალურ პირობებში/ქალაქში).

აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება. შესაბამისად, უარყოფითი შეფასება კანდიდატს მხოლოდ 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის დაგროვების შემთხვევაში დაეწერება.

2026 წლის 15 ივნისიდან კანდიდატებს გამოცდაზე მცირე ხარვეზების გამოსწორების შანსი მიეცემათ

ახალი წესის თანახმად, მცირდება ტექნიკური ან ნერვიულობის ნიადაგზე დაშვებული შეცდომების გამო გამოცდის ნაადრევად შეწყვეტის რისკი.

თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე ან მოძრაობის დასაწყებად მომზადებისას რაიმე უსაფრთხოების წესს არასწორად შეასრულებს (მაგალითად, ღვედის შეკვრა, სარკეების გასწორება ან სატრანსპორტო საშუალების მზადყოფნის შემოწმება), გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუწერს. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება (მაგალითად: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“) და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას.

გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა

21/05/2026

22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

Address

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, ქუთაისი
Kutaisi
6400

Telephone

+995555038855

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ავტოსკოლა ნინოსთან - Driving School with Nino posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category