28/07/2026
არ შეიძლება ამ ფაქტებს გვერდი ისე ავუარო, რომ ერთი მოწოდება არ გავაკეთო.
ძალიან გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელებსაც ჩვენდა სამწუხაროდ მოყვა მსხვერპლი. ამის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბება არ გახლავთ. არსებობს რიგი მიზეზები, რომლებიდანაც რამდენიმეს გამოვყოფ, - უყურადღებობა და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა.
თუ ტელეფონით სარგებლობთ, ყურსასმენი გამოიყენეთ და მაქსიმალური ყურადღება მიმართეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისკენ და გზაზე გადამსვლელი ქვეითებისკენ, 1 წამით ყურადღების მოდუნებაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
ხოლო, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა კატეგორიულად არ შეიძლება, - ნუ მოუსწრაფებთ სხვას სიცოცხლეს! თუ მაინც და მაინც თქვენი ავტომობილით გინდათ, რომ სახლში მიხვიდეთ, არსებობს - "ფხიზელი მძღოლის სერვისი" და შეგიძლიათ ისარგებლოთ.
მშვიდობიან და მშვიდ მგზავრობას გისურვებთ 🙏
#მართე #მართეფხიზლად
#იყავიყურადღებით #იარენელა