Cars For You

Cars For You დაიქირავე ავტომობილი ხელმისაწვდომ ფ?

17/09/2018

ვტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი და შესაბამისი შემოწმების გასავლელად მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მუშაობს.

კერძოდ, საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, შსს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო
ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ცვლილებებით საზოგადოებრივ სივრცეში მარიხუანას მოხმარება მკაცრად რეგულირებადი ხდება, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება დაისჯება, მისი ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება.

საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუ...
17/09/2018

საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტნკლებად ახერხებენ, გამოუცდელებს კი...

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენი ავტომობილის აპეტიტს ოდნავ მაინც მოთოკავს. მათ სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:
როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა. კერძოდ:► პერიოდულად უნდა შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს
დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის.

► ძრავისთვის მხოლოდ ის ზეთები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მისთვისაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 2 პროცენტით შეიძლება შეამციროთ.

► საბურავებში ოპტიმალური წნევა შეინარჩუნეთ. თუ წნევა დაეცა, საწვავის ხარჯის ზრდასთან ერთად, საბურავის მუშაობის რესურსიც შემცირდება. ამიტომ, საბურავებში წნევა თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ასე საწვავის ხარჯის დაახლოებით 3 პროცენტით შემცირებას მიაღწევთ.

► დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის ხარჯს.
ავტომობილის წონის ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის ხარჯზე. რაც უფრო მსუბუქია ავტომობილი, მის აჩქარებას მით ნაკლები ენერგია და შესაბამისად, საწვავი სჭირდება. ამიტომ ზედმეტი, უსარგებლო საგნები ხარჯს მხოლოდ გაზრდის. ცნობისათვის, 100 კილოგრამი ზედმეტი წონა, საწვავის ხარჯს (100 კილომეტრზე) 0.4 ლიტრით ზრდის.

► გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება. ზოგიერთი მძღოლი, საწვავის ეკონომიის მიზნით, სათადარიგო საბურავს და შესაბამის აღჭურვილობასაც სახლში ტოვებს.

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი - 40 პროცენტით!

► ამიტომ კარგი იქნება, თუ უხეშად მართვაზე უარს იტყვით და მშვიდ, რბილ მართვას მიეჩვევით! სხვა თუ არაფერი, ამით გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებთ.

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება.

საშუალო სიჩქარით გადაადგილება საწვავის დაზოგვის უებარი საშუალებაა. წონის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქმეში ფიზიკის კანონი ერთვება: სიჩქარის ზრდის კვალობაზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა.

► უმეტეს ავტომობილებზე, ხარჯი 80 კმ/სთ სიჩქარეზე მაღლა იზრდება. კერძოდ, 96 კმ/სთ სიჩქარისას, ხარჯი 14 პროცენტით მეტია. ამიტომ, მგზავრობისას, ოპტიმალური სიჩქარის შენარჩუნებით, ხარჯის საშუალოდ 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.
სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს - ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო ჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 პროცენტითაც კი გაიზარდოს. ამიტომ:

► დაბალ სიჩქარეზე ფანჯრების გაღება სჯობს, მაღალ სიჩქარეზე კი მაინც კონდიციონერი უკეთესი ვარიანტია, რადგან მაღალ სიჩქარეზე, ღია ფანჯარა ჰაერისადმი წინააღმდეგობას ზრდის, რაც ასევე იწვევს მეტი საწვავის ხარჯვას.

► კონდიციონერი მას შემდეგ ჩართეთ, რაც მანქანა დაიძვრება. გაჩერებულზე ღია ფანჯრებით გაგრილება ამჯობინეთ.
ცივ ამინდში ხარჯი მეტია - მინუს 25 გრადუსზე საწვავის ხარჯი დაახლოებით 12 პროცენტით იზრდება, მოკლე მანძილზე გადაადგილებებისას კი, ხარჯის ზრდა 22 პროცენტსაც კი აღწევს. თანამედროვე ავტომობილები, დაქოქვიდან დაახლოებით ერთ წუთში დაძვრის საშუალებას იძლევიან. თუ მაგალითად 3.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის ”გახურებას” 10 წუთს დაუთმობთ, დაახლოებით 0.2 ლიტრ საწვავს ქარს გაატანთ...

► თუმცა ბოლო დროს გაჩენილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადგილზე გახურება ძრავას ვნებს, მითია! გახურება ძრავისთვის ნამდვილად კარგია, უბრალოდ, ადგილზე გახურება აღარ არის აუცილებელი. სანამ ძრავა არ გათბება, მოერიდეთ მის მაღალ ბრუნებზე მუშაობას!

► მარტივად რომ ვთქვათ, მანქანა თამამად შეგიძლიათ დაძრათ ძრავის ამუშავებიდან 1 წუთში, მაგრამ ნუ ამუშავებთ მაღალ ბრუნებზე მანამ, სანამ ოპტიმალური ტემპერატურა არ დაფიქსირდება.
ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი მამები და ბაბუები დაღმართზე ძრავებს აქრობდნენ და ამას საწვავის ეკონომიის მიზნით აკეთებდნენ. თანამედროვე ავტომობილის შემთხვევაში ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

► საწვავის დაზოგვის მიზნით დღეს ძრავის გამორთვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ვდგავართ (მაგალითად, მძიმე საცობში) და ზუსტად ვიცით, რომ მინიმუმ 2 წუთი მაინც მოგვიწევს დგომა. თუ დგომის დრო 1 წუთზე ნაკლებია, ძრავის გამორთვას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს.

როცა წინ შუქნიშანზე წითელი ანთია, შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ გონივრული დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ ჯერ დამუხრუჭება და მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს რბილად ააჩქარებთ.
თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს.

► ეს ეხება როგორც მექანიკას, ისე ავტომატიკასაც: არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით! მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს. თუ გსურთ, რომ თქვენმა მანქანამ მაქსიმალურად ნაკლები საწვავი მოიხმაროს, გამორიცხეთ ძრავის მაღალ ბრუნებზე მუშაობა.
დასკვნა
ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი მშვიდად და გასწონასწორებულად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის დაზოგვა - შესაბამისად, ვმართავთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.

მას შემდეგ რაც კომპანია BMW-ს ტოპ ქროსოვერის X7-ის პატენტ ფოტოები და კომუფლიაჟში გახვეული ავტომობილის ვიდეო/ფოტო მასალა ...
17/09/2018

მას შემდეგ რაც კომპანია BMW-ს ტოპ ქროსოვერის X7-ის პატენტ ფოტოები და კომუფლიაჟში გახვეული ავტომობილის ვიდეო/ფოტო მასალა ვებში გავრცელდა, უკვე არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ძალიან მალე უნდა დამდგარიყო დღე როცა მას ვიხილავდით.

ახლა კი უკვე ოფიციალურად გამოაცხადა კომპანიამ, რომ გეგმავს მის წარმოდგენას ფართო საზოგადოებისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში. რაც შეეხება ავტოსალონებს უცნობია მისი ჩვენება პარიზის ავტოშოუზე მოხდება თუ ლოს-ანჟელესის ავტოსალონზე უკვე ნოემბრისკენ.

BMW X7 იქნება კომპანიის ქროსოვერების გამაში ყველაზე მაღლა მდგომი ავტომობილი და ის კონკურენციას გაუწევს Mercedes-Benz GLS-ს.

ავტომობილის წარმოება აშშ-ში სამხრეთ კაროლინას
შტატში ქალაქ სპანტაბურგის ქარხანაში დაიწყება. რაც შეეხება ვიზუალს ის უველა მიმართულებით უფრო დიდი იქნება გაბარიტებში ვიდრე X5. ის ძრავებსა და პლატფორმის სხვა დანარჩენ კომპონენტებს გაიყოფს ახლახან წარმოდგენილი 8 Series-თან, ხოლო მისი ტოპ მძლავრი ვერსია X7 M მოირგებს 4.4-ლიტრიან V8-ს, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომობილი შვიადგილიანი იქნება, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით გამოვა მხოლოდ ოTხადგილიანი ულტრა-მდიდრული ვერსიაც, რომელიც კონკურენციას გაუწევს Mercedes GLS Maybach-ს.

ახალი მეორე თაობის Mercedes GLA ვიზუალურად A-Class-ის შტრიხებს - განიერ „ბრილიანტის“ ცხაურას, უფრო პატარა მკვეთრ წინა მა...
17/09/2018

ახალი მეორე თაობის Mercedes GLA ვიზუალურად A-Class-ის შტრიხებს - განიერ „ბრილიანტის“ ცხაურას, უფრო პატარა მკვეთრ წინა მაშუქებს, გვერდით გაწეული საჰაერო ჭრილებიან ბამპერს - მიიღებს. უკანა მხარესაც მოსალოდნელია A-Class-ის ვიზუალი ამოცნობა. ეს ყველაფერი კი არცაა გასაკვირი, ის ხომ იმავე პლატფორმაზე აეწყობა რომელზეც კომპანიის სხვა დანარჩენი კომპაქტები.
რაც შეეხება განსხვავებას ამჟამინდელი მოდელისგან, ის უფრო მაღალი იქნება და შესაბამისად თავს ზემოთა სივრცე მეტი ექნება, როგორც წინა ასევე უკანა მხარეს. ასევე იზრდება მისი სიგრძეც, უმნიშვმნელოდ მაგრამ მაინც. მისი სამუშაო დაფაც ახალი თაობის A-Class-ისგან იქნება -
დიდი და განიერი დისპლეით. რომელზეც ინტეგრირებული იქნება კომპანიის ახალი ინფოტაინტმენტ სისტემა MBUX (Mercedes-Benz User Experience). ეს იგივეა რაც სმარტფონების ოპერაციული სისტემა.

ის ძრავებსაც A-Class-ისგან მიიღებს: 2 ბენზინის და დიზელის ვარიანტებს. როგორც წესი კომპანიის ახალი პლატფორმა ადაპტირებულია ჰიბრიდულ ძრავებთანაც.

კომპანია Volkswagen of America 2019 წლიდან გეგმავს შეწყვიტოს ლეგენდარული Beetle -ის წარმოება, ხოლო მისი შემცვლელის გამოს...
17/09/2018

კომპანია Volkswagen of America 2019 წლიდან გეგმავს შეწყვიტოს ლეგენდარული Beetle -ის წარმოება, ხოლო მისი შემცვლელის გამოსვლაზე ამ ეტაპზე, არც არაფერს ამბობს.

Beetle-ის გასვლა ბაზრიდან კი აღინიშნება ორი ფინალური სერიის გამოცემით. ესენი იქნებიან Final Edition SE და Final Edition SEL. ორივე მათგანი კუპე-კაბრიოლეტის ვერსიებით გამოვა. ისინი ამ სერიში უკანასკნელნი იქნებიან.

ამიერიდან Volkswagen-ი „ოჯახზე ორინეტირებული“ ავტომწარმოებელი ხდება.

VW Beetle პირველად 1938 წელს გამოვიდა. მას სტანდარტული ოჯახი უნდა „ჩაეტია“, 100 კმ/სთ სიჩქარე უნდა ქონოდა და 100 კილომეტრზე 7 ლიტრი საწვავის მეტი არ უნდა მოეხმარა.
რაც შეეხება ფასს ის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო საშუალო შემსოავლის მქონე გერმანული იჯახისთვის. ის გახდა ყველაზე მასიურად წარმოებული ავტომობილი რომლის საბაზისო კონსტრუქციაში ცვლილებების გარეშე იწამროებოდა. ის ასევე მოხვდა Forbes -ის „ტოპ-10“ იმ ავტომობილების ჩამონათვალში, რომლებმაც „შეცვალეს მსოფლიო“

ამერიკელი ინჟინრების ქმნილება(Dodge Charger) ჩვენთან 24 საათით მხოლოდ 50$ ყოველგვარი დეპოზიტის გარეშე
15/09/2018

ამერიკელი ინჟინრების ქმნილება(Dodge Charger) ჩვენთან 24 საათით მხოლოდ 50$ ყოველგვარი დეპოზიტის გარეშე

Address

Beliashvili Street
თბილისი
0159

Telephone

592 22 03 23

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cars For You posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Cars For You:

Share

Category